გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდის მერიამ სოციალურად დაუცველებისთვის ახალი სოციალური პროექტი დაიწყო

6-12-2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს პირველად სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებით უზრუნველყოფა’’ დაიწყო. პროგრამა ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე პირების ზამთრის პერიოდში საკვები პროდუქტებით დახმარებას ითვალისწინებს.


413 ოჯახი პროგრამის ფარგლებში მერიისგან ერთჯერადად საკვებ პროდუქტებს - შაქარს, ფქვილს, ზეთს, კარტოფილს, მაკარონსა და ხახვს მიიღებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დახმარების გაცემა 4 დეკემბერს დაიწყო და ის ეტაპობრივად განხორციელდება.


ამ დროისთვის საკვები პროდუქტები 170-მდე ბენეფიციარს მიეწოდა.


imedinews.ge