გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„ოქროს ურო 2017“ ვარძიის მამათა მონასტერს და RMG Gold-ს გადასცეს

13-12-2017

საყდრისის კომიტეტმა 2017 წლის „ოქროს ურო ვარძიის მამათა მონასტერს და ოქროს მომპოვებელ კომპანია RMG Gold-ს გადასცა. როგორც კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ განმარტა, ვარძიის მამათა მონასტერმა ე.წ. ჯილდო მიიღო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო, რის შედეგადაც ფრესკები მჭვარტლის ფენით დაიფარა.

საყდრისის კომიტეტის განცხადებით, ვარძიის მამათა მონასტრისთვის განკუთვნილი „ოქროს ურო“ ეკუთვნის ყველა იმ სასულიერო პირსაც, რომელთა ნებართვით ეკლესია-მონასტრებზე უნებართვო სამუშაოების წარმოება და კულტურული მემკვიდრობის ძეგლების დაზიანება/გაქრობა ხდება.

„საქართველოში ეკლესია-მონასტრების ხელყოფის და უნებართვო სამუშაოების არაერთი ფაქტი მოხდა, რის შედეგადაც ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ გაქრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კვალი. ასეთ დანაშაულში მონაწილე არცერთი სასულიერო პირის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. ისინი გათავისუფლებულები არიან პასუხისმგებლობისგან. აქედან გამომდინარე, „ოქროს ურო“ საზოგადოების ერთგვარი პროტესტია. გვინდა ჩვენი დამოკიდებულება ამით გამოვხატოთ, რადგან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უძლურია. 2016 წელს, ვარძიაში, ხანძრის შედეგად ფრესკები დაზიანდა, რაც სასულიერო პირების მხრიდან დაუდევრობის თვალსაჩინო ფაქტი იყო. საბედნიეროდ ფრესკების აღდგენა მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს პოლიცია იძიებდა, ჩვენ დღემდე არ ვიცით ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა“, - აღნიშნა ნინო ბურჭულაძემ.

რაც შეეხება კომპანია RMG Gold-ს მან აღნიშნული „ჯილდო“ 2017 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ფიტარეთის XIII საუკუნის მონასტერთან წარმოებული სამუშაოების გამო დაიმსახურა. RMG Gold-ი ბნელი ხევის ტერიტორიაზე ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებას გეგმავს.

„RMG Gold-ი ჯილდოვდება არა მხოლოდ ოქროს უძველესი მაღაროს - საყდრისის აფეთქებისთვის, არამედ ფიტარეთის მონასტრის საფრთხეში ჩაგდების მცდელობის გამო. კომპანიამ ე.წ. ექსპერიმენტული აფეთქებები განახორციელა ბნელი ხევის ტერიტორიაზე, ფიტარეთის მონასტრიდან ორ კილომეტრში, თუმცა აფეთება მოხდა მაქსიმალურად მძავრი მუხტით. ამის შესახებ საქმის კურსში არ ყოფილა ჩაყენებული არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და არც საპატრიარქო. ამ ჯილდოს კომპანიას დღესვე ჩავაბარებთ, საპატრიარქოში კი რამდენიმე დღეში მივიტანთ“, - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

საყდრისის კომიტეტმა ე.წ. ჯილდო „ოქროს ურო" 2016 წლის 13 დეკემბერს, საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს აფეთქებიდან ორი წლის შემდეგ დააწესა. ე.წ. ჯილდოს ავტორები განმარტავენ, რომ ოქრო სიხარბესთან და ანგარებასთან არის გაიგივებული. „ოქროს ურო“ გადაეცემა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც "განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დანგრევა-დაზიანებაში.

„ოქროს ურო“ 2016 წელს, პირველად კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრ გიორგი გიორგაძეს გადაეცა.

წყარო: reginfo.ge

http://www.reginfo.ge/people/item/4186-%E2%80%9Eoqros-uro-2017%E2%80%9C-varwiis-mamata-monasters-da-rmg-gold-s-gadaszes