გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორის უნივერსიტეტში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შესახებ საინფორმაციო კუთხე გაიხსნა

6-12-2018

5 დეკემბერს, 2018, გორის უნივერსიტეტსა და ზესტაფონის საშუალო სკოლაში, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე საინფორმაციო კუთხე მოეწყო, რომელშიც წარმოდგენილი საინფორმაციო და ვიზუალური  ასახავს ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას, გენდერული თანასწორობის განვითარებისა და ხელშეწყობის მნიშვნელობას ასახავს. საინფორმაციო კუთხე უნივერსიტეტში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებშია გამოიფინა.

„საინფორმაციო კუთხის მოწყობა გენდერული თანასწორობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის თემებზე ვფიქრობ ძალიან სასარგებლოა სტუდენტებისთვის და არამარტო მათთვის. მნიშვნელოვანია, რომ ისინი მიიღებენ მეტ ინფორმაციას ამ თემებზე“ – განაცხადა გორის უნივერისტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა.

კამპანიას ერთი საერთო მიზანი აქვს: დასრულდეს ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ მსოფლიოში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.  ის 1991 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობა 154-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.


საინფორმაციო კუთხე პროექტის - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ინიციატივითა და გორის უნივერისტეტთან და ზესტაფონის საშუალო სკოლასთან ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო. საინფორმაციო კუთხის პრეზენტაციას სტუდენტები, მასწავლებლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის შესახებ:

პროექტი - დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში და დასრულდება 2019 წლის მაისში. მთავარი კონტრაქტორი არის NIRAS შვედეთი და კონსორციუმის წევრი CPM. გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია არის პროექტის მთავარი პარტნიორი და ასევე მისი ბენეფიციარი. პროექტის პარტნიორები არიან: ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქსტატი; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; მედია და სამოქალაქო სექტორი.
პროექტის სამიზნე რეგიონებია: თბილისი, გორი, ზესტაფონი

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში.

პროექტი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან: • ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით;  სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა; ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის.


qartli.ge