6-12-2018
ახალციხის პირველ საბავშვო ბაღში სახანძრო სამსახურის ბრიგადა დილით გამოიძახეს. შენობაში არაფერი დამწვარა, ძლიერი კვამლი მხოლოდ საკვამურში შეინიშნებოდა.
დღეს, 6 დეკემბერს, პირველ საბავშვო ბაღში მისულ თანამშრომლებს საკვამურში ძლიერი კვამლი დახვდათ, ამიტომ მათ სახანძრო–სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს. "საკვამური სავსე იყო ჭვარტლით, ამიტომ მეხანძრეებმა წყალი აიტანეს და გაასუფთავეს", – აღნიშნავენ სახანძრო–სამაშველო სამსახურში.
შენობის შიგნით დაკვამლიანება არ არის, ამიტომ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა.