გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ,,რუსთავის აზოტის’’ ხელში ჩაგდებას ცდილობს

13-12-2017

ვინ არის რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი, რომელიც ,,რუსთავის აზოტის’’ ხელში ჩაგდებას ცდილობს? - სკანდალურ სტატიას რუსული გამოცემა ,,ვერსია’’ აქვეყნებს.

საქართველოში ,,აზოტის’’ ქარხნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ანალიტიკურ სტატიას წერს რუსული გამოცემა ,,ვერსია’’, სადაც საუბარია სააქციო ფინანსური კორპორაცია ,,სისტემის’’ მფლობელის ვლადიმერ ევტუშენკოვის მიერ რუსთავის ,,აზოტის’’ ქარხნის, მოსკოვის სატელეფონო სისტემის, რუსეთის უდიდესი ფიღური კავშირგაბმულობის კომპანია МТС–ისა და ნავთობკომპანია „ბაშნეფტის“ თაღლითური გზით ხელში ჩაგდების სკანდალურ მცდელობაზე. რა სქემით ხდებოდა ბიზნესმენი რომან ფიფიას კანონით კუთვნილი მინერალური სასუქების მწარმოებელი ამიერკავკასიაში ერთადერთი ქარხნის ხელში ჩაგდება, ამის შესახებ სტატიაში დაწვრილებითაა მონათხრობი. სააგენტო ,,პირველი’’ უცვლელად გთავაზობთ უცხოურ მედიაში ,,აზოტის’’ ქარხნის თაღლითურად ხელში ჩაგდების სქემის ვერსიას.


გახსოვთ ეპიზოდი ,,ოქროს კერპიდან’’, როდესაც უკვე გამდიდრებულმა შურა ბალაგანოვმა ტრამვაის მგზავრ ქალბატონს საფულე ამოაცალა? ,,ეს მხოლოდ ჩვევიდან გამომდინარე გავაკეთე’’ - უხსნიდა ის მოგვიანებით იმ ადამიანებს, რომლებმაც მისი ცემა დაიწყეს. როდესაც მსგავსად იქცევა გაიძვერა ადამიანი, მისი გაგება ასე თუ ისე შესაძლებელია. და თუ იგივე ქცევა ახასიათებს არც მეტი არც ნაკლლები - ოლიგარქს? მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი სასამართლო პროცესზე იმის ნაცვლად რომ წყნარად ესმინა მოწინააღმდეგე მხარის არგუმეტები, ცდილობდა დაერწმუნებინა სასამართლო მასზედ, რომ ის უვლიდა ,,ბაშნეფტს’’, როგორც საკუთარ დედას და არ წველიდა მას, როგორც ძროხას.


პარალელურად, ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ახალ სკანდალში უკვე საქართველოშიც გაება. სკანდალის სიუჟეტი - კორუფციაა. საქართველოში მართლაც რომ არასახუმარო სკანდალი ხდება და ერთდროულად უკვე ორი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - მათ შორის ლუქსენბურგის სასამართლოშიც. დავის მიზეზი გახლავთ ამიერკავკასიაში მინერალური სასუქების ერთადერთი მწარმოებელი საწარმო ,,აზოტი’’.


,,მე შევიტანე სარჩელი ლუქსემბურგის სასამართლოში რუსეთის სააქციო ფინანსური კორპორაცია ,,სისტემისა’’ და მისი შვილობილი ბანკის ,,East West Unites Bank’’-ის წინააღმდეგ’’, - განუცხადა ჟურალისტებს რუთავის აზოტის ქარხნის ყოფილმა მფლობელმა რომან ფიფიამ. - ,,სისტემა’’ კოპრპორაციული რეიდერული გზით შეეცადა მიეთვისებინა ,,რუსთავის აზოტი’’ და ხელოვნურად შეეწყვიტა ,,აზოტის’’ EBRD-ის მხრიდან უპრეცედენტო დაფინანსება, რომელიც მოიცავდა არსებული სესხების რეფინანსებას და ,,რუსთავის აზოტის’’ საწარმოო სიმძლავრეეების გაორმაგებას’’.


რომან ფიფიას სიტყვებიდან გამომდინარე ,,რუსთავის აზოტი’’ რუსული სააქციო ფინანსური კორპორაცია ,,სისტემისთვის’’ მხოლოდ გაცვლით კატრას წარმოადგენდა. საქართველოსთვის კი ის არა მხოლოდ მსხვილი საწარმოა, არამედ ის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სოციალური აქტივია. ე.წ. ინვესტორის საწარმოში შემოსვლის შემდეგ კი 300–მა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი.


,,მე ვაპირებ სარჩელი შევიტანო სხვა იურისდიქციებშიც და გამორიცხული არ არის, რომ ამ კოლოსალური მაქინაციის მონაწილეების არეალი გაიზრდება და საქმეში ახალი ფიგურანტებიც გამოჩნდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში მსგავსი ინვესტორი არ მოიაზრება როგორც კეთილსინდისიერ მყიდველად მე გავაკეთებ ყველაფერს, იმისთვის, რომ ის დარჩეს სამართლებრივ სივრცეში და არ გახდეს უკანონო გარიგების მონაწილე’’, - განმარტა რომან ფიფიამ.


მთლიანობაში სიტუაცია ძალიან არასახარბიელოა - საქართველოსთვის ნებისმიერი სკანდალი რუსული კომპანიის მონაწილეობით - მეზობლისკენ თითის გაშვერის საბაბია. ამასთანავე, ლუქსემბურგის სასამართლო პროცესი ადგილობრივი რუსი ინვესტორებისთვის არასასიამოვნო ფაქტია, რომლებისთვისაც ევროპაში ოპერირება საკმაოდ გართულებულია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ევროპელები მართლებიც არიან - ზოგიერთ ოლიგარქს თუ დავაკვირდებით, მდიდრული სმოკინგის ქვეშ დავინახავთ 90-იანი წლების ,,ძმებისა’’ და გადამგდებების ჟოლოსფერ პიჯაკს.


აქტივები დაპყრობილია


საინტერესოა, საიდან აქვთ დღევანდელ ოლიგარქებს უზარმაზარი ქონება? როგორ მოხდა, რომ ყოფილი ინჟინერი და საბჭოთა ჩინოვნიკები უცებ გახდნენ ეკონომიკის მთელი დარგის მფლობელები? ხომ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ეს მოხდა ყველაფრის სრულიად უსინდისოდ მიტაცებით, რომლის შედეგად სახელმწიფოს აქტივებმა გადაინაცვლა კერძო პირების ხელში! ამ გაგებით ვლადიმირ ევტუშენკოვი წარმოადგენს 90-იანი წლების ოლოგარქის კლასიკურ მაგალითს, რომელსაც საქართველოში ,,რუსთავის აზოტის’’ ხელში ჩაგდება სურს! როგორც ცნობილია, სსრკ-ს ნგრევის დროს მას მოსკოვის აღმასრულებელი კომიტეტის მიეცნიერებისა და ტექნიკის სამართველოს უფროსის პოსტი ეკავა. ქვეყანა ინგრეოდა და მასთან ერთად არსებული კანონები და მორალური ნორმებიც - უსიდისო ადამიანები ხელთ იგდებდნენ ყველაფერს, რასაც კი სწვდებოდნენ. ალბათ, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ძალიან მალე სტრუქტურა, რომლის სათავეშიც იდგა ევტუშენკოვი, უეცრად გახდა კომერციული ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, სახლემწიფო უწყების პრივატიზაცია - ეს იმ დროისთვისაც კი ეგზოტიკა იყო. ეს ყველაფერი ალბათ, არც მოხდებოდა ჩვენი გმირი რომ არ ყოფილიყო ყოვლისშემძლე მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის ახლობელი.


როგორც ზოგიერთი მედია წერს, ევტუშენკოვის მეუღლე მოსკოვის ყოფილი მერის მეუღლის ელენე ბატურინას და გახლავთ - და თუ ეს მართლა ასეა, ამით შეიძლება ავხსნათ, თუ როგორ ადვილად ერგო ევტუშენკოვს საშემოსავლო აქტივებბი - ,,ინტურისტი’’, ,,ბავშვთა სამყარო’’ ,,მოსკოვის ნზპ’’, ავტოგასამართი სადგურები და ა.შ. ამასთანავე, სამართალდამცავები თითქოს ვერ ამჩნევდნენ, რომ ევტუშენკოვის მზარდი ბიზნეს იმპერიის საფუძველი გახდათ თაღლითური ქმედებები.


ევტუშენკოვს ერთდროულად ეკავა რა მოსკოვის მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მის მიერ შექმნილი კორპორაციის ,,სისტემის’’ ხელმძღვანელის პოსტი, იოლად ახერხებდა ქონების ჯიბიდან ჯიბეში გადატანას. ეს ყველაფერი გვაგონებს 90-იან წლებში არსებულ მრავალრიცხოვან ,,მესათითეების“ ხრიკებს, მსგავსი ,,ხელოვნების’’ ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ ისტორია, რომელიც დაკავშირებულია მოსკოვის მთელ ტელეკომუნიკაციების ბიზნესზე კონტროლის დაწესებაზე. 1995 წელს საინვესტიციო ტენდერი მოსკოვის საქალაქო სატელეფონო ქსელის ბლოკირებული აქციების პაკეტზე მოიგო ამხანაგობამ, რომელშიც ყველაზე მსხვილი მოანაბრე იყო დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება ,,მოსკოვის მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტი’’, რომლის 80% ეკუთვნოდა ორგანიზაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვლადიმირ ევტუშენკოვი. ტენდერიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ყველა მეანაბრე, გარდა მოსკოვის მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტისა, უეცრად გავიდა ამხანაგობის რიგებიდან, ხოლო მათი ადგილი დაიკავა ,,სისტემაში’’ შემავალმა ფირმებმა, ეს ფირმები კი თავისთავად ეკუთვნოდა ევტუშენკოვს! ანუ ერთი ხელის მოსმით დედაქალაქის სატელეფონო ქსელი გადავიდა კერძო მფლობელობაში და მას შემდეგ, რაც ამხანაგობის საწესდებო კაპიტალი 6-ჯერ გაიზარდა. თავად ქალაქის წილი კი სასაცილოდ 3,6%-მდე შემცირდა. საბოლოოდ, ამხანაგობა გარდაიქმნა ღია სააქციო საზოგადოებად, რომლის 94% ,,სისტემის’’ საკუთრებაში მოექცა.


ამით მოსკოვის სატელეფონო ქსელის პრივატიზაციის პროცესი დასრულდა. მაგრამ სახელმწიფო ქონების ძარცვა ევტუშენკოვის მხრიდან არ დასრულებულა - ევტუშენკოვის საკუთრებაში ასევე გადავიდა ფიჭური და ინტერნეტ კომპანიების წილები რუსულ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ,,ემ-ტე-ეს’’-ში, რომელსაც იმ დროისთვის კიდევ ერთი მსხვილი აქციონერი ,,ა-ეს-ვე-ტე’’ განაგებდა. 1996 წელს აღნიშნულმა კომპანიამ ,,სისტემას’’ ,,ემ-ტე-ეს’’-ის აქციების 19%-ი საწარმო ,,ნოელის’’ წილში გაუცვალა. თუმცა, მალევე ცნობილი გახდა, რომ საწარმო ,,ნოელიდან’’ აქტივები გატანილი იყო ანუ ახალ მფლობელს შერჩა სატყუარა. 10 წლის შემდეგ ,,ა-ეს-ვე-ტე’’–მ შეიტანა სარჩელი და ,,სისტემას’’ ზარალის ანაზღაურებისთვის 1,7 მილიარდი დოლარი მოსთხოვა. საბოლოოდ, სასამართლო დავის შედეგად ,,ა-ეს-ვე-ტე’’–მ 160 მილიონი დოლარის მიიღო.


,,გადაწყვიტე და გადააგდე’’


მმართველობის სტილი ,,გადაწყვიტე და გადააგდე’’ ევტუშენკოვისთვის დამახასიათბელია - არც თუ ისე დიდი ხნის წინ ფიჭური კავშირგაბმულობის სალონების ,,ევროქსელის’’ ყოფილმა მფლობელმა ევგენი ჩიჩვარკინმა ინტერვიუში ჟურნალისტს მოუთხრო, თუ როგორ ცდილობდა ვლადიმირ ევტუშენკოვი მისი ბიზნესის ,,წართმევას’’. რთულია, იფიქრო, რომ ოპოზიციონერი - ემიგრანტი ჩიჩვარკინი ცდილობს კრემლს ასიამოვნოს და ,,სისტემის’’ მფლობელის გაშავებას, იმასაც ამბობენ, რომ ადამიანი ყველაზე კარგად საკუთარ ბუნებას მაშინ ავლენს, როდესაც დიდ ფულს შოულბს.


2010 წლისთვის ევტუშენკოვს 7,5 მილიარდი დოლარით რუსეთის უმდიდრეს ბიზნესმენთა სიაში 13-ე ადგილი ეკავა. შესაძლოა, ფულმა, რომელზეც რუსეთის მოსახლეობის 99% ვერც იოცნებეს, მასში აბსოლუტური დაუსჯელობის სინდრომი გააღვიძა. მოსკოვლების პროტესტის მიუხედავად, ,,სისტემამ’’ აკრძლულ პრესტუჟულ ადგილას ელიტარული ვილები ააგო. აქვე უნდა აღნიშნოს გამომძიებლის ეჭვები იმის თაობაზე, რომ ვლადიმირ ევტუშენკოვს შეეძლო გაეწია დახმარება ,,ბაშკორტოსტანის’’ ექს-მართველის ვაჟისთვის ურალ რახმინოვისთვის, რაც მის მიერ მიტაცებული 7 მილიარდიანი ქონების ლაგალიზაციას გულისხმობს.


ევტუშენკოვის კიდევ ერთი ისტორია „ბაშნეფტს’’ უკავშირდება.


ერთი შეხედვით შესაძლოა შეგექმნათ წარმოდგენა, რომ თავდაპირველად ევტუშენკოვი განიხილავდა კომპანიას, როგორც „წველის ობიექტს“. როგორც ცნობილია, „სისტემამ“ „ბაშნეფტი“ 2 მლრდ დოლარად შეიძინა, რომელიც კრედითით აღებული იყო ВТБ-ში. მრავალი მანიპულაციის შემდეგ ეს კრედიტი უბოძეს თვით „ბაშნეფტს“, რომელმაც გადაიხადა კრედიტი თავისი შემოსავლიდან. ამავდროულად „სისტემა“ იღებდა „ბაშნეფტის“ თითქმის მთელ სუფთა მოგებას. ამგვარად, კომპანიას არ გააჩნდა ინვესტიციური პროგრამების დაფინანსების ძირითადი წყაროები. ზოგიერთ წლებში დივიდენდების სახით წინა წლების მოგებასაც ეუფლებოდა „სისტემა“. მაგ.: 2014 წელს „სისტემას“ გადაუხადეს 51 მლრდ რუბლი, რამაც 2013 წლის სუფთა მოგების თითქმის 150% შეადგინა, რომელიც ,,სისტემის’’ წილზე მოდიოდა.
გარდა ამისა, „სისტემამ“ შეცვალა „ბაშნეფტის“ ქონების სტრუქტურა, გამოიყვანა ამ სტრუქტურიდან მნიშვნელოვანი აქტივები და გადაიტანა ისინი თავის ოფშორულ და შვილობილ სტრუქტურებზე. ამ რეორგანიზაციების შედეგად „ბაშნეფტმა“ დაკარგა ენერგეტიკული („ბაშკირენერგო“), ლოგისტიკური, ფინანსური („ფინანსური ალიანსი“) და ნავთობსერვისული („ტარგინი“) აქტივები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 3 მლრდ დოლარს. ამასთანავე, „სისტემამ“ აიძულა „ბაშნეფტი“ გადაეხადა მისი ყოფილი ქვედანაყოფების ენერგოუზრუნველყოფასთან, ნავთობსერვისთან და სხვა დამხმარე პროცესებთან დაკავშირებული მომსახურება. თანხა ამავდროულად „ბაშნtanbc“ სუფთა აქტივებში შემცირდა 233-დან 179 მლრდ რუბლამდე, ვალდებულებები კი გაიზარდა თითქმის 41 მლრდ რუბლამდე, ხოლო გრძელვადიანი კრედიტები და სესხები თითქმის 2-ჯერ გაიზარდა! გასაკვირი არ არის, რომ ასეთი „ეფექტური მენეჯმენტის“ შედეგად „ბაშნეფტის“ სუფთა მოგება ნავთობის ეკვივალენტის ბარელზე შემცირდა 36%-მდე. ამასთანავე მმართველობითი ხარჯები გაიზარდა 40%-ით მაშინ, როდესაც „ბაშნეფტი“კრიტიკულ მდგომარეობაშია.



სასამართლო პერსპექტივა არ არის „სისტემის“ მხარეს


7 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „როსნეფტმა“ შეიტანა სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი „სისტემის“ მომართ. ამჯერად „როსნეფტი“ მოითხოვს 131,6 მლრდ რუბლის გადახდას, რომელიც ვლადიმირ ევტუშენკოვის კომპანიამ დივიდენდების სახით გამოიტანა „ბაშნეფტიდან“.


ზედამხედველების აზრით, ამ სარჩელს კარგი პერსპექტივა აქვს. ამ პროცესში „სისტემის“ მდგომარეობა არასახარბიელოა, ვინაიდან ჩვენ უკვე გვაქვს სასამართლოს ორი გადაწყვეტილება „სისტემის“ წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვს რას ამბობდა იგორ სეჩინი: გადაიხადეთ ის ფული, რომელიც დაასაბუთა ბაშკირეთის სასამართლომ და საკითხი მოხსნილი იქნება. მაგრამ, როგორც მე მახსოვს, ამ წინადადებას, რომელზეც პრინციპში უნდა დათანხმებულიყვნენ, პასუხი არ მოჰყვა.


,,შესაბამისად „როსნეფტმა“ გმოიყენა თავისი უფლება, რაც უნდა გაეკეთებინა კიდეც. მან უნდა დაიცვას თავისი აქციონერების ინტერესები, რომლის რიგებში სახელმწიფოც არის“, - ამბობს იურიდიული ფირმის „სოლნცევი და პარტნიორები“ მართველი პარტნიორი, სტანისლავ სოლნცევი.


„რატომ არ შეჰქონდათ სარჩელი დიდი ხნის მანძილზე და მხოლოდ ეხლა განახორციელეს ეს აქტივობა?“ სავარაუდოდ, „როსნეფტი“ და „ბაშნეფტი“ ბოლო მომენტამდე ცდილობდნენ მოლაპარაკებოდნენ „სისტემას“, რათა მას სასამართლოს გარეშე აენაზღაურებინა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი. მაგრამ, ამგვარი შეთანხმება არ მოხდა და ამრიგად, „სისტემას“ ელოდება მძიმე სიტუაცია - აცხადებს სერგეი მარკოვი – „პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი.


„სისტემა“ წელავდა დროს და არ ითვალისწინებდა არც ერთ რეალისტურ წინადადებას იმის იმედით, რასაც მას პირდებოდნენ ევტუშენკოვის საეჭვო შუამავლები. „დღეს არსებული სარჩელი არ წარმოადგენს „როსნავთობის“ მხრიდან პრეტენზიების ესკალაციას, არამედ განიხილება, როგორც შესაძლებლობა ადეკვატურ მდგომარეობაში ჩააყენოს ოპონენტი, დააბრუნოს იგი საუდის არაბეთის ბაღებიდან მშობლიურ ცივ მიწაზე და გამოიყვანოს იგი მის მიერ შექმნილი უმძიმესი სიტუაციიდან“, - დარწმუნებულია ეკონომისტი, ნიკიტა კრიჩევსკი.


დღეს „სისტემა“ ცდილობს დაამტკიცოს სასამართლოში, რომ მის მიმართ მოთხოვნები აანაზღაუროს ზარალი, მიყენებული „ბაშნეფტისადმი“, არაკანონიერია და გაუმართლებელი. მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა ყველა ფაქტი, ასეთმა პოზიციამ არ უნდა გაგაკვირვოთ, ვინაიდან თავდაპირველად ბიზნესი ყველანაირი არაკეთილსინდიერი გზების გამოყენებით შენდებოდა. იმ დროს, როდესაც 8 დეკემბრის ნომერის დაკაბადონება ხდებოდა, „სისტემამ“ მოულოდნელად თვითონ შეიტანა სარჩელი „როსნეფტის“ წინააღმდეგ 330 მლრდ რუბლის ოდენობის ზარალის ანაზრაურების მოთხოვნით და დაადანაშაულა იგი იმაში, რომ თავისი პრეტენზიებით „როსნეფტს“ განზრახული აქვს გააკოტროს ევტუშენკოვის კომპანია. 
საინტერესოა, როგორ აპირებს „სისტემა“ აუხსნას სასამართლოს თავისი ლოგიკა? „როსნეფტის“ პრეტენზიები ორივე სარჩელთან დაკავშირებით დასაბუთებულია ფაქტებით - სასამართლოს სვლის დროს დადასტურდა, რომ „სისტემას“ გამოჰქონდა „ბაშნეფტიდან“ დივიდენდები, რომელთა რაოდენობა შეადგენდა სუფთა მოგების 150%-ს და როგორც შედეგი, დანადგარების მოდერნიზაციისა და სიმძლავრეების განვითარების მაგივრად ოფშორებში გადაჰქონდათ დივიდენდები. ევტუშენკოვის ასეთმა მენეჯმენტმა არ უნდა გაგაკვირვოთ - დოკუმენტების თანახმად, რომლებიც ადრე მასზე გამოაქვეყნა ,,ვერსიამ“.


„სისტმის“ მმართველობას ეჭვი ჰქონდა, რომ სახელმწიფო სასამართლო გზით დაადგენდა სიმართლეს და დაიბრუნებდა „ბაშნეფტს“. ამ სიტუაციაში „როსნავთობის“ როლი, ცხადია, რომელიც დაეხმარა საწარმოებს გათავისუფლებულიყვნენ „ეფექტური მენეჯერებისგან“ და ლეგალურად დაებრუნებინათ სახელმწიფოს კონტროლი. ამიტომ, ,,სისტემის’’ შესაგებელი სარჩელი 90-ანი წლების სტილში გამოიყურება.


ევტუშენკოვს, შესაძლოა, მოეჩვენა, რომ ვიღაცა დაინტერესებულია მისი ჰოლდინგის გაკოტრებაში. ასე ეჩვენებათ ბავშვებს, რომ ყველაფერი რაც ხდება, მათთან დაკავშირებულია. უპრიანია ავხსნათ ის მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა „სისტემა“, თვით ვლადიმირ ევტუშენკოვის ქმედებებით და მისი სამმართველოების პოლიტიკით „ბაშნავთობის“ დაუფლებისა და მართვის სქემების ჩარჩოებში? „სისტემის“ ხელმძღვანელები უნდა გაეცნონ სასამართლო პრაქტიკას რუსეთის ფედერაციაში: გაკოტრებამდე მიყვანა ხშირად ბრალდებათ უნიათო დირექტორებს, რომლებსაც სურთ ფასი დაუკარგონ კომპანიას თავიანთი კრიმინალური მიზნების განსახორციელებლად. მდგომარეობა, რომელშიც მომწყვდეულია „სისტემა“, მისი მმართველების პოლიტიკის გამო, „ბაშნეფტის“ დაუფლების და მართვის სქემების ჩარჩოებში - ამ შენთხვევაში, სარჩელი გამიზნულ გაკოტრებასთან დაკავშირებით უნდა შეიკრას არა „როსნეფტის“ მიმართ, არამედ საკუთარი კომპანიის მიმართ.

წყარო: Pia