გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოკუპირებული სოხუმი ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას პროვოკაციულს უწოდებს

6-12-2018


საუბარია სტოლტენბერგის იმ განცხადებაზე, რომელშიც ის რუსეთს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანასა და მათი დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გააკეტა განცხადება.

ე.წ. საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტოლტენბერგის განცხადება დამატებით დაძაბულობას ქმნის რეგიონში.

"ევროპელი მაღალჩინოსნების ამგვარი განცხადებები აგრესორი ქვეყნის მხარდაჭერაზეა მიმართული, რომელმაც გენოციდის არაერთი აქტი და შეიარაღებული აგრესია ჩაიდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ", - ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოკუპირებული სოხუმი ასევე აცხადებს, რომ „რეგიონში რუსეთის სამხედროების ყოფნა მკაცრად რეგლამენტირებულია აფხაზეთსა და რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებებით“.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება სადაც 4-5 დეკემბერს მიმდინარეობს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი.

imedinews.ge