გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმში ჰოსტელის ძარცვის ბრალდებით დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ხმაური მოჰყვა

6-12-2018

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ჰოსტელის ძარცვის ბრალდებით დაკავებული ორი პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკავებულების ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა.


ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.


თავდაპირველად გამოძიება ყაჩაღობის ბრალდებით დაიწყო, შემდეგ კი მუხლის გადაკვალიფიცირება ხულიგნობის ბრალდებით მოხდა.


საქმე ეხება ბათუმში ორი დღის წინ მომხდარ ფაქტს. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ჰოსტელის მეპატრონის თქმით, ჰოსტელში ორი პირი პოლიციელის სახელით შეიჭრა და ტურისტებისთვის პირადი ნივთების წართმევას ცდილობდნენ. ისინი სამართალდამცავებმა დააკავეს.


interpessnews.ge