გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავებთან ერთად არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი ჩაერთო

6-12-2018

გორში, კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე, 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოების არეალი გაფართოვდა.


თავდაპირველად თუ ექსპერტ-კრიმინალისტები ნიადაგის შესწავლას პარკის ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილი კარვის შიდა პერიმეტრზე ახდენდნენ, ამჟამად, სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით, მიწის თხრა კარვის გარეთ, რამდენიმე ათეულ კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს.


ცოტა ხნის წინ, იმ ადგილზე, სადაც შსს-ს თანამშრომლები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ, არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი მივიდა. არქეოლოგთან სამართალდამცავებმა გარკვეული კონსულტაციები გაიარეს, თუმცა, ტერიტორიაზე მისვლის მიზეზი ლიჩელმა არ დააკონკრეტა.


გორში, კულტურისა და დასვენების პარკის, ,,ახალბაღის“ ტერიტორიაზე 14 წლის წინ დაკარგული ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოები შსს-მ მას შემდეგ დაიწყო, რაც 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სამართალდამცავებს დამატებითი ჩვენება მისცა.


11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წლის 1-ელ ნოემბერს გაუჩინარდა. აღნიშნულ საქმეში იაგო ნებიერიძე ფულის გამოძალვის ბრალდებით იხდიდა სასჯელს.


interpressnews.ge