გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან ვითარება უცვლელია

6-12-2018

სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან ვითარება უცვლელია. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ბორდერიზაციის პროცესი არ განუახლებიათ.


პერიმეტრზე რამდენიმე ე.წ .მესაზღვრე პერიოდულად პატრულირებს, თუმცა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ოკუპანტების გადაადგილებას და მდგომარეობას ატოცში გაეცნენ სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.


ადგილზე ვითარებას უწყვეტად აკვირდებიან სამართალდამცველები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

მოძრაობა "ძალა ერთობაშიამ" 5 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ატოცში ოკუპანტები გააქტიურდნენ. ატოცში მავთულხლართების გაბმა ოკუპანტებმა ნოემბრის დასაწყისში დაიწყეს, თუმცა, რამდენიმე დღეში შეწყვიტეს.


საქართველომ სოფელ ატოცთან რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმის გამო დახმარება საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა. 


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1-კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება. 


imedinewss.ge