გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კაიროში მდებარე საქართველოს საელჩოში ეგვიპტური ინტერნეტ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გაიმართა

6-12-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ კაიროში ადგილობრივი მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ მედიის წარმომადგენლებთან ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა, მათ შორის ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, როგორიცაა ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა.


აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით არსებული პრობლემები და ხაზი გაესვა კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ქართულ-აფაზური დიალოგის მნიშვნელობას.


ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებით შეთავაზებულ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სხვადასხვა პროგრამებს მოიცავს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილების მდგომარეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახურება.


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისისა და ეგვიპტის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე, ასევე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, პროფესორ ჯემალ გამახარიას წიგნის „აფხაზეთი, საქართველო: ისტორია, პოლიტიკა, კულტურა“ არაბულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია მოეწყო. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარადგინეს.


ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ივანე დოლიძე და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.