6-12-2018
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„მივიღე ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურზე საქართველოს პრეზიდენტად არჩევისათვის საჭირო ხმათა უმრავლესობა მიიღეთ. გილოცავთ, ხალხის ხმებით, ამ საპატიო თანამდებობაზე არჩევას. მოხარული ვიქნები, თქვენთან ერთად ვიმუშაო, თურქეთისა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა სფეროში კიდევ უფრო განსავითარებლად.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ ხალხს - კეთილდღეობა და აღმავლობა,“ - ნათქვამია განცხადებაში.