გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"გზამშენი 18"-წინასაარჩევნოდ "ოცნებისთვის" შეწირული 25 ათასი ლარის სანაცვლოდ მოგებული 4 მლ. ტენდერი

13-12-2017

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პარტიების შემოწირულობების კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. ორგანიზაცია, საეჭვო გარიგებებზე მიუთითებს, რომელიც მმართველი გუნდის შემომწირველების კომპანიების საქმიანობაში იკვეთება. კვლევა 2017 წლის 1 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა და გამოიკვეთა შემოწირულობების დიდი ნაწილი მმართველმა გუნდმა მიიღო. კვლევის მიხედვით, მთლიანობაში პოლიტიკურმა პარტიებმა 15 480 402 ლარის ოდენობის შემოწირულება მოიზიდეს, საიდანაც 11 189 128 (72%) ლარი 1 117 ფიზიკური პირის მიერ გაღებული თანხაა, ხოლო 4 291 274 ლარი – 68 იურიდიული პირის მიერ; ამ თანხის უდიდესი ნაწილი 14 124 553 ლარი (91%) მიიღო პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, შემდეგ მოდის „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 950 833 ლარით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 122 496 ლარით, „პატრიოტთა ალიანსი” – 66 392 ლარით და „ეროვნული ფორუმი“ – 39 182 ლარით;
  • „ქართული ოცნების” მიერ მიღებული შემოწირულება თხუთმეტჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასული „ევროპული საქართველოს“ შემოწირულებას და ათჯერ მეტია ყველა სხვა პარტიის ჯამურ შემოწირულებებზე;

  • 68 შემომწირველი იურიდიული პირიდან 61 „ქართული ოცნების” შემომწირველია, რომლებმაც მთლიანობაში მმართველ პარტიას 4 285 543 ლარი შესწირეს. მხოლოდ 7-მა იურიდიულმა პირმა გაიღო შემოწირულება „პატრიოტთა ალიანსის“, „ეროვნული ფორუმის“ და „ევროპული საქართველოს“ სასარგებლოდ საერთო ოდენობით 5 711 ლარი. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, 1 117 შემომწირველიდან 537 „ქართული ოცნების“ დონორი იყო, რომელთაგან 279 ადამიანი, თავის მხრივ, 782 კომპანიასთან იყო გარკვეულ კავშირში;

  • კვლევისას გამოვკვეთეთ 42 საინტერესო შემთხვევა, როდესაც ორ ან მეტ შემომწირველს გარკვეული კავშირი ჰქონდა ერთმანეთთან და ერთობლივად მინიმუმ 20 000 ლარი მაინც ჰქონდა შეწირული;

  • განხორციელებული შემოწირულებების ავტორებიდან აღმოჩნდა ისეთი 30 ფიზიკური პირი, რომლებმაც 2012 წელს მაშინდელი სახელისუფლებო პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გაიღო თანხები, 2017 წელს კი ამჟამინდელის - „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

განსაკუთრებით საყურადღებო შემთხვევების ჩამონათვალში ოზურგეთიდან პარტიების შემომწირველბს შორის , "გზამშენი 18"-ის  ორი თანამფლობელი და "ევროპული საქართველოს" ადგილობრივი ლიდერის, მიხეილ გოგოტიშვილის მეუღლე ნანა ბზეკალავა არიან. 

  • შპს „გზამშენი-18“-ის ორმა თანამფლობელმა თეიმურაზ ჯახვამ და ვახტანგ ჭანტურიამ 2017 წლის 5 სექტემბერს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 25 000 ლარი შესწირეს. „გზამშენი-18“ მსხვილი საგზაო-სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც მხოლოდ მიმდინარე წელს, დაახლოებით, 10 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება მიიღო, მათ შორის ყველაზე მსხვილი - 4.6 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტი ამ კომპანიას შემოწირულების განხორციელებიდან სამ კვირაში დაუდეს;

  • ნანა ბზეკალავა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარისა და ამჟამად "ევროპული საქართველოს" ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, საკრებულოს დეპუტატის ამავე პარტიიდან, , მიხეილ გოგოტიშვილის მეუღლეა. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის მიხედვით მისი ოჯახის წმინდა შემოსავალი 2016 წელს (ავტომანქანის შეძენისა და ორის საბანკო სესხის მომსახურების ხარჯების გათვალისწინებით) შეადგენდა 4 593 ლარს. ბზეკალავამ 9 ოქტომბერს „ევროპული საქართველოს“ სასარგებლოდ განახორციელა შემოწირულება 10 000 ლარის ოდენობით, რაც მისი ოჯახის 2016 წლის წმინდა შემოსავლის 217%-ს წარმოადგენს.

წყარო: "გურიის მოამბე"