« იანვარი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |
6-12-2018
სომხეთში ცნობილი მომღერლები რვა, ცხრა და 10 დეკემბერს ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ახალციხეში იმღერებენ.
რვა დეკემბერს კონცერტი ნინოწმინდის კულტურის სახლში, ცხრა დეკემბერს ახალქალაქის კულტურის სახლში, და 10 დეკემბერს ახალციხეში, მესხეთის თეატრში გაიმართება. სამივე ქალაქში კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება.
კონცერტზე,სომხეთში პოპულარული ესტრადის მომღერლები მავრ მკრტიჩიანი, გურგენ დაბაღიანი, გევორქ მირზოიანი და სხვები იმღერებენ.
როგორც ახალქალაქში კულტურის სახლის დირექტორი ვალერ გსპოიანი გვეუბნება, მომღერალი მავრ მკრტიჩიანი ახალქალაქიდანაა და ის რეგიონში ხშირად ჩამოდის: „ეს მომღერლები ძალიან პოპულარულები არიან სომხეთში. მკრტიჩიანი ჩვენი ქალაქიდანაა. საქართველოში დაამთავრა კონსერვატორია და შემდეგ წავიდა სომხეთში. ახლა იქ კონსერვატორიაში ასწავლის და მღერის“.
კონცერტებს თაგუჰი რაზარიანი წაიყვანს. ბილეთის ფასი 10–15 ლარია.