8-11-2017
ქუთაისის მედიასკოლის მოსწავლე, ანზორ სვიანიძე, ლგბტ თემის წევრების მიმართ კრიტიკული აზრის დაფიქსირების გამო სასწავლებლიდან გარიცხეს.
ანზორ სვიანიძის თქმით, ის სკოლიდან მას შემდეგ გარიცხეს, რაც მან საკუთარ სოციალურ ქსელზე დადო პოსტი, სადაც ლგბტ თემის წარმომადგენლებზე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.
"ქუთაისიპოსტი" უცვლელად გთავაზობთ ანზორ სვიანიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც მისი სკოლიდან გარიცხვის მიზეზი გახდა:
თავის მხრივ, მედიასკოლის დირექტორი ნატალი პატარიძე, სოციალურ ქსელზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აცხადებს, რომ სკოლის მოსწავლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მედიასკოლის პრესტიჟს ლახავს. მისივე თქმით, მან სკოლიდან გარიცხვამდე, მოსწავლე არაერთხელ გააფრთხილა, რომ მსგავსი შინაარსის ტექსტები არ გაევრცელებინა, რასაც, თავის მხრივ, უარყოფს სკოლის მოსწავლე.
"ქუთაისიპოსტი" ასევე ნატალი პატარიძის მიერ გამოქვეყნებული პოსტის სქრინს გთავაზობთ
წყარო: "ქუთაისიპოსტი"