გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს

7-12-2018

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საწარმოს ადვოკატი დავით ებრალიძის თქმით, ქარხანაში პირველი ღუმელი სამშაბათს გაჩერდება.


„ქარხნის გაჩერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ირანიდან შემოსული დემპინგური არმატურა და ზოგადად, დემპინგის პრობლემაა. ხვალ იმართება დარგობროვი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ირანული არმატურის იმპორტის შეზღუდვაზე იქნება საუბარი. თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა  და ასევე ანტიდემპინგური კანონის მიღების საკითხი არ გადაწყდა, საწარმოს გაჩერება გარდაუვალი იქნება“, - ამბობს ადვოკატი.


საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2015 წელს დაასრულა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა. თუმცა კანონი ჯერ არ ამოქმედებულა.


imedinews.ge