გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა

7-12-2018

თელავში სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა.


როგორც სააგენტოში აცხადებენ, დასაქმების ფორუმის მიზანია დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კომუნიკაციის დამყარება დროის მცირე მონაკვეთში.


მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ეს ქვეყნის მასშტაბით მეთორმეტე ფორუმია და აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავს.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტი მსხვილმა კომპანიამ.


„ფორუმზე დამსაქმებელმა წარმოადგინეს შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიები, მათ შორის მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროების შესახებ”, – განუცხადა პირველ არხს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ.


მიმდინარე წელს პირველი ნოემბრის მდგომარეობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, უკვე დასაქმდა 1600-ზე მეტი ადამიანი და მათ შორის 84 შეზღუდული შესაძლებლობის პირი.


1tv.ge