გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჟენევის მოლაპარაკებებზე აფხაზურ მხარეს ოთხოზორიას მკვლელის დაკავებისკენ მოუწოდეს

14-12-2017

10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი გაიმართა, სადაც განხილვის მთავარი თემა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ძალის არგამოყენებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან კიდევ ერთხელ მოუწოდეს საოკუპაციო რეჟიმს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივ დაკავებისაკენ.

სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკების მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება.

გარდა ამისა, მწვავე დისკუსიის საგანი იყო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელება. მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან მოუწოდეს საოკუპაციო ხაზზე დახურული ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნისაკენ. აღინიშნა, რომ უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკა ახდენს ადგილზე ვითარების ესკალაციას.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე. ხაზგასმით აღინიშნა გალის რაიონის მაცხოვრებლების რთული მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. განიხილეს გალისა და ახალგორის რაიონებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგებიც.

ქართველმა მონაწილეებმა დააყენეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მათი ავთენტურობის შენარჩუნების აუცილებლობა.

„თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს მოუწოდეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ჟენევის ფორმატს და ჩაერთონ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებებში. ამის მიუხედავად, მათ კვლავ სცადეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებების ოთახი“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2018 წლის 27-28 მარტს.

წყარო: რადიო "ათინათი"