გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისში აღმოჩენილი უნიკალური მღვიმე სავარაუდოდ 30-50 ათასი წლის წინანდელია

9-12-2018

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე (ჭახათას უბანი) ადგილობრივმა მცხოვრებმა ვახტანგ სიხარულიძემ მღვიმე აღმოაჩინა, სადაც მრავლადაა სტალაქტიდები და სტალაგმიტები.


მღვიმე სპელეოლოგებმა, ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმაც მოინახულეს და მისი შესწავლა დაიწყეს. მათი განცხადებით და პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია:


„80 მეტრის სიგრძის ორი დარბაზია. სამწუხაროდ აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს“, - აცხადებს ვალერი ბარბაქაძე. მისივე თქმით, მღვიმე შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს.


სპელეოლოგებმა ახლად აღმოჩეილი მღვიმის შესწავლა დეტალურად დაიწყეს. წლების წინ, ამ ადგილას ქვის კარიერი იყო. აფეთქებების შედეგად დარბაზები დაზიანებულია და რესტავრაცია სჭირდება.





radiotavisufleba.ge