სამშაბათი, აპრილი 15, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ახალციხის პირველი საჯარო სკოლა ‘მხიარულ სტარტებში’ საქართველოს ჩემპიონია

10-12-2018

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა ‘მხიარული სტარტების’ ფინალურ შეჯიბრზე ქუთაისის გუნდი დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.


„მხიარული სტარტების“ საქართველოს ჩემპიონატი თბილისში დღეს, ცხრა დეკემბერს გაიმართა, სადაც ერთმანეთს ქუთაისისა და ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები დაუპირისპირდნენ.

 

სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში, დაძაბული შეჯიბრის შემდეგ „მხიარულ სტარტებში“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული ახალციხის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო.

 

„მხიარულ სტარტებში“ მონაწილეობას პირველი საჯარო სკოლის 12 მოსწავლე და ორი პედაგოგი იღებდა. ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლის გელა ძამუნაშვილის თქმით, მხიარული სტარტები ოთხ ტურად გაიმართა–„ჯერ იყო მუნიციპალური, შემდეგ რეგიონული, გუშინ შეჯიბრი აღმოსავლეთ საქართველოს გუნდებს შორის ჩატარდა, აქ გამარჯვებული კი უკვე საქართველოს ჩემპიონატზე გავიდა“.

 

სამცხე–ჯავახეთიდან „მხიარულ სტარტებში“ მონაწილეობას ახალციხისა და ბორჯომის გუნდები იღებდნენ, თუმცა ბორჯომი რეგიონული შეჯიბრის შემდეგ, ჩემპიონატს გამოეთიშა.

 

„მხიარულ სტარტების“ საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.


sknews.ge