გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის ექპორტი გაოთხმაგდა

10-12-2018

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 7,5 ათასი ტონა მანდარინი გაიტანეს, რაც თითქმის 4-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემს. ამის შესახებ „აფსნი ლაიფი“ წერს.


ამავე ინფორმაციით, საშუალოდ, დღე - ღამის განმავლობაში სოჭის საბაჟოზე 350 ტონა პროდუქცია გადის.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლის უშანგი კვიცინიას თქმით, წინასაახალწლო დღეებში საექსპორტო პროდუქციის მოცულობა, შესაძლოა 700 ტონამდე გაიზარდოს.


ამავე ინფორმაციის თანახმად, ფიზიკურ პირებს რუსეთში1500 ევროს ღირებულების საქონლის(50 კგ. წონის) გატანის უფლება აქვთ.


2019 წლის 1 იანვრიდან წესები შეიცვლება და პირადი მოხმარების მიზნით, მხოლოდ 500 ევროს ღირებულების (25კგ. წონის) საქონლის გატანა იქნება შესაძლებელი.


pia.ge