ივანიშვილმა საქართველოს ღირსება ამოსვარა ლაფში-სააკაშვილი
14-12-2017
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რონ საზოგადოებას ივანიშვილის არ უნდა ეშინოდეს, რადგან "მასზე მშიშარა დღეს არავინ დაიარება".
"-მშვიდობიანი აქციების შედეგად ხალხის მასობრივი მობილიზაციის შედეგად, მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის და იმის შედეგად, რომ სახელმწიფო აპარატი გადავა ხალხის მხარეს. მე არასოდეს არ შემშლია პროგნოზი. ვინაიდან ივანიშვილი თვითონ გავიდა საკონსტიტუციო სივრციდან, ვინაიდან ივანიშვილი აწყობს იმ კომედიას რაც არის, მაგალითად დღევანდელი სასამართლო, ვინაიდან ივანიშვილმა საქართველოს ღირსება ამოსვარა ლაფში და ბოლომდე მიწასთან გაასწორა, ამოსვარა საქართველოს რეპუტაცია, ქართველმა ხალხმა ძალიან წყნარად და მშვიდად უნდა მოახერხოს ოლიგარქის ჩამოშორება. ოლიგარქი ძარცვავს საქართველოს. გაითვალისწინეთ, რომ ეს კაცი წარმოუდგენლად გამდიდრდა, ის გამდიდრდა მიწების მიტაცებით, საბანკო სექტორით, ხე-ტყის ჩეხვით, ეს კაცი გამდიდრდა ბიტკოინების რაღაც კომბინაციით. ეს ფული მას მთლიანად დასაბრუნებელი აქვს ქართველი ხალხისთვის. საქართველოს განვითარება გაჩერდა იმიტომ, რომ გამდიდრდა ივანიშვილი თავისი უჩათი, საყვარელი დეიდაშვილებით და მამიდაშვილებით. ფულს ან იპარავ, ან მიდის ქართველი ხალხის ჯიბეში. ახლა ფული არ მიდის ხალხის ჯიბეში, ფული მიდის ივანიშვილის ჯიბეში, მიდის შმაგის და უჩას ჯიბეებში და მას ჰგონია, რომ ქართველი ხალხი არ ამოიღებს ხმას. ამიტომ, ქართველმა ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა და წერტილი დაუსვას საკუთარი შვილების მომავლის წართმევას.
კიევში, კვირას რომ ხალხი შეიკრიბა იყო ასი ათასი კაცი. მე რომ მათთვის წინასწარ არ მეთხოვა გთხოვთ, არაფერი არ ქნათ, ან პირიქით ერთი მინიშნება, რომ მიმეცა, მოდით გამათავისუფლეთთქო, მოვიდოდნენ იმ ციხესთან, ერთი აგურიც არ დარჩებოდა და ეს ციხე ბევრად უფრო დაცულია საქართველოს ნებისმიერ ციხესთან შედარებით. ყველაფერი დამოკიდებულია ხალხის გამბედაობაზე. რანაირმა ციხემ უნდა გააჩეროს ხალხის ნება? ასე, რომ ხალხი როცა მობილიზებულია, არაფრის არ უნდა შეგეშინდეს. მათ ეშინიათ თქვენი! თქვენ რატომ უნდა შეგეშინდეთ? ივანიშვილზე მშიშარა დღეს არავინ დაიარება. მე არ მეშინია, თქვენც ნუ შეგეშინდებათ. ნუ შეგეშინდებათ, შეიძლება შიში გქონდეთ, მაგრამ მას არ უნდა აყვეთ. რა თქმა უნდა ყველა ადამიანს აქვს შიში და მათ შორის მეც, მაგრამ მე მას არ ავყვები. უნდა მოვთოკოთ ჩვენი შიშო. დაე მათ ეშინოდეთ ჩვენი. ქურდ ოლიგარქს ეშინოდეს თქვენი და მის მსახურ პროკურორებს, სამარცხვინო მოსამართლეებს",- განაცხადა სააკაშვილმა
უნდათ, რომ საქართველოში არ ჩავიდე, მაგრამ როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ უკრაინაში, ჩავალთ საქართველოში. თუ უკრაინაში წესრიგის დამყარებას არ დამაცდიან და მანამდე გამიშვებენ საქართველოში, ჯერ საქართველოში დავამყარებ წესრიგს და მერე უკრაინაში. აქ არის პრიორიტეტების და დროის ამბავი. გარწმუნებთ, ორივე ქვეყანას ვეყოფი. მაქვს საკმარისი ძალა, ენერგია და გამძლეობა. ჩემი თავი ახლა გამოვცადე ციხეში. აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ მეშინია ამის ყველაზე უარესი ფორმის. პირველი დღეებია ყველაზე მძიმე და როცა ჩამსვეს და პრაქტიკულად მითხრეს, რომ აქ იჯდები რამდენიმე წელი და მერე საქართველოში რამდენიმე წელი, უკვე მეორე დღეს ვიყავი ძალიან კარგ ფორმაში. ასევე გამოვცადე თავი ყველა სიტუაციაში და არ მეშინია არც ტყვიების, არც ციხეების",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "პირველ რადიოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
წყარო: "გურიის მოამბე"
17-07-2024
9-06-2024
27-05-2024
4-04-2024
4-03-2024
22-11-2023
30-09-2023
27-04-2023
15-12-2022
4-07-2022
17-07-2020
15-07-2020