გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქუთაისში დუმბაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება

10-12-2018

ქუთაისში დუმბაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და სანიაღვრე ქსელი. უახლოეს ხანში დაიწყება ასფალტის საფარის დაგებაც. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერის ავრცელებს.


მერიის ცნობით, სამუშაოები დღეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. მისი განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, პარალელურად ადგილზე მუშაობს წყალმომარაგების კომპანია, რათა დროულად მოხდეს ახალი წყლის მილების მონტაჟი,რათა მალევე დაიწყოს გზის საფარი დაგება. „დუმბაძის ქუჩაზე სამუშაოებს კომპანია ,დაგი +" ახორციელებს. პროექტი 1მლ 70 000 ლარის ღირებულებისაა. პარალელურ რეჟიმი მუშაობს ადგილზე წყალმომარაგების კომპანია, რათა დროულად მოხდეს წყლის მილების მონტაჟი და გზის საფარის დაგება. ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ სამუშაოების ვადებს და ხარისხს. ასევე მიმდინარეობს იაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების რეაბილიტაციაც“,-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.


ipn.ge