გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზემო აჭარაში ტბელობა აღინიშნა

10-12-2018

ხულოში სახალხო დღესასწაულ „ტბელობაზე“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიწვეულ სტუმრებთან ერთად, სხალთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვას დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.


მათივე ცნობით, მოგვიანებით, ხულოს კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ ტბელ აბუსერისძის მოღვაწეობა შეაფასა.


„აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა. ღონისძიების მსვლელობისას წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ჯილდო გადაეცა ასევე სასულიერო პირებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს.


„ტბელობა“ ხულოში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აღინიშნება და ადგილობრივებმა იგი ტრადიციულ დღესასწაულად აქციეს.

სხალთა-ხიხანის მკვიდრი, XIII საუკუნის მწერალი, მეცნიერი და მოაზროვნე, საერო და სასულიერო პირი ტბელ აბუსერისძე, არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოღვაწედ ითვლება. მის მიერ საუკუნეების წინ შედგენილი ასტრონომიულ-კალენდარული ნაშრომი, დღესაც აქტუალურია. ეს არის ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი, ვრცელი საკალენდრო ცნობარი, რომელშიც განხილულია წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემის ღირსება-ნაკლოვანებანი და მოცემულია საეკლესიო დღესასწაულთა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლის მზა ცხრილები.


საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ტბელ აბუსერისძე წმინდანად 2002 წლის 17 ოქტომბერს შერაცხა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


ipn.ge