გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხეში 2018 წლის საუკეთესო რეჟისორის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

11-12-2018

ახალციხის თოჯინების თეატრში პატარა მაყურებლებმა „ვინი პუჰი“ ნახეს. სპექტაკლის რეჟისორი ყოველწლიური თეატრალური პრემიის „დურუჯის“ გამარჯვებული ელენე მაცხონაშვილია.

 

თოჯინების თეატრში სპექტაკლი დღეს, 10 დეკემბერს გაიმართა, რომელსაც რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი დაესწრო.

 

„ვინი პუჰი" ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ზაღაპრის მიხედვით ძალიან მოკლე დროში გავაკეთეთ. ეს ახალციხის თოჯინების თეატრის შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფის დამსახურებაა“, – ამბობს რეჟისორი.

 

მისი თქმით, სპექკალი ახალციხეში განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა.

 

ელენე მაცხონაშვილის ეს რიგით მეოთხე სპექტაკლია, რომელიც ახალციხელმა მაყურებელმა ნახა. მომავალი სპექტაკლის „მებადური და ოქროს თევზის“ პრემიერა 2019 წლის მარტში გაიმართება.

 

რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი რვა დეკემბერს ყოველწლიური თეატრალური პრემიის „დურუჯის“ გამარჯვებული გახდა და 2018 წლის საუკეთესო რეჟისორის ტიტული მიიღო. მან ეს ჯილდო ბათუმის თოჯინების თეატრის სპექტაკლით „წერილი ჯერალდინას“ მოიპოვა.


sknews.ge