გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორი საახალწლოდ 17 დეკემბერს განათდება

11-12-2018

დამდეგი 2019 წლის მოახლოებასთან დაკავშირებით გორის ცენტრი საახალწლოდ ირთვება. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ქუჩებში განათებებისთვის შესაბამის მოწყობილობებს ამონატეჟებენ.

კულტურის განყოფილების უფროსის, გურამ პაპუაშვილის თქმით, საახალწლო განათება 2018 წლის 17 დეკემბერს ჩაირთვება. .,,ეს იქნება სიურპრიზი" - აცხადებს პაპუაშვილი.

მისი თქმით, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. 31 დეკემბერს გაიმართება საახალწლო კონცერტი.
2018 წლის დეკემბერს გორის ნაძვის ხეს 12 წელი შეუსრულდა. ის 2006 წლის დეკემბერში შეიძინეს და მის შესახებ სტატია 2006 წლის 24-31 დეკემბრის ნომერში, გაზეთ ,,ქართლის ხმაში" გამოქვეყნდა.

სტატიის მიხედვით, იმ პერიოდში, ანალოგიური ნაძვის ხე თბილისის მერიამაც შეისყიდა.

მერია აცხადებდა, რომ ხელოვნური ნაძვის ხის შეძენა 140 000 ლარი დაჯდა. გორის გამგეობაში კი, აცხადებდნენ, რომ ნაძვის ხე უკრაინაში 40 ათას დოლარად შეისყიდეს.