გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა განცხადება  

10-12-2018

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, ეროვნული გვარდიის სარდლის ახლად დანიშნული მოადგილის, პოლკოვნიკ, კობა ახვლედიანის მიმართ ატეხილ ცილისმწამებლურ კამპანიას ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ ეს გამიზნული ქმედებაა, ღვაწლმოსილი მეომრის ღირსების შესალახად.

 

„ბოლო დროს, მასმედიით თუ სოციალური ქსელების საშუალებით, კობა ახვლედიანის გარშემო ატეხილმა ხმაურმა, უნებლიეთ, ‘’დათა თუთაშხიადან’’  გაგვახსენა, ბექა ჯეირანაშვილი რომ ამბობს: "ცუდი ხმები დაგვიყარეს, ზოგიერთი ისეთი იყო, თავად შემეშინდაო" ... " ბევრი ვეძახე, შალიბაშვილის ცინგლიანი ცოლისთვის დათა თუთაშხიას სამეგრელოდან ქართლში რა ბუზანკალი გადმოაფრენდა მეთქი, მაგრამ რა... ხალხს ჭორი ურჩევნია სიმართლესო!"

 

არა გვგონია, რომ უბრალოდ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა, ვისაც რაიმე შეხება ჰქონია, საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის ახლად დანიშნულ მოადგილესთან- კობა ახვლედიანთან, არათუ დაიჯეროს ის სიბინძურე, რაც მასზე ვრცელდება, არამედ ერთი წამითაც კი ეჭვი შეიტანოს მის ვაჟკაცობაში, რაინდულ საქციელში, ნაღდ, მეომრულ სულში, რომელიც გამორიცხავს სუსტის დაჩაგვრას, გაჭირვებაში მყოფი თანამოძმისთვის ზურგის შექცევას. ის გამორჩული იყო და არის თავისი თავაზიანობით, თავმდაბლობით, სამართლიანობის მომატებული გრძნობით!

 

საქართველოში თანამდებობის მაძიებლებს რა გამოლევს! არც ის გვიკვირს, რომ ვიღაცას გვარდიის სარდლის მოადგილის თუ სარდლის თანამდებობები ჩავარდნოდა გულში, მაგრამ არა გვგონია, იმაზე ეფიქრათ, ასეთი მეთოდებით მოპოვებულმა სავარძელმა, რა სიკეთე უნდა მოუტანოს ან მათ, ან მათ ოჯახებს.

 

სირცხვილისთვის უკითხავთ, არ გრცხვენია, ასე თავაწეული რომ დაიარებიო?! _ მე უკვე ხალხი შემეჩვია და სირცხვილი არა მქვიაო!

 

მოგვიტევეთ, მაგრამ ჩვენ არც ადრე შეგვეძლო და არც აწი ვაპირებთ, შევურიგდეთ ცილისწამებას, დასმენას, თანამებრძოლებისთვის მიზანმიმართულად სახელის გატეხვას.

 

შეგვიძლია, შეგპირდეთ! ბოლომდე დავიხარჯებით იმისთვის, რომ სიმართლეს ფარდა აეხადოს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთ საქართველოში გვინდა, ვიცხოვროთ, ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ მომავალში!

 

დ.გულუა

 

ბ. თოხაძე

 

ა. ვაშაკიძე

 

ჯ.უბირია

 

ზ. შამუგია

 

თ. ალანია

 

მ.კაკავა

 

მ.გაბუნია

 

ი.გაგუა

 

ნ.გაგუა

 

თ. ინალიშვილი

 

დ. ღვინჯილია

 

ვ.ჯიქია

 

ვ.კაკავა“.