გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მომავალი წლიდან შიდა ქართლში საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის ხელფასების მატებას ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტები არ გეგმავენ

11-12-2018

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები 20% -ით გაზარდოს. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის 1 სექტემბრიდან ამ დრომდე ანაზღაურების მატება აღნიშნული მიმართულებით აღარ განხორციელებულა. ამჟამად, მენეჯერის სარგო 500 ლარია იმ საბავშვო ბაღებში, სადაც 5-ზე მეტი ჯგუფი ფუნქციონირებს. 5-მდე ჯგუფის ბაღებში კი - 450 ლარი. ყველა საბავშვო ბაღში აღმზრდელს თანაბარი ოდენობის ხელფასი აქვს და თვეში ის 350 ლარს შეადგენს, მათი თანაშემწეეების ანაზღაურება კი 250 ლარია.

ხელფასების მატებას აპირებენ გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებშიც. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის ლია კოვზიაშილის თქმით 2019 წლიდან ხელფასების მატება საბავშვო ბაღის ყველა თანამსრომელს შეეხება და პერსონალი თითოეული წევრი 50-100 ლარით მომატებულ ხელფასს აიღებს.

აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში 2019 წლის ბიუჯეტის გაზრდას, 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 1619000 ლარით ვარაუდობენ.

ამჟამად, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დირექტორების მაქსიმალური ხელფასია -695 ლარი, ხოლო მინიმალური - 400 ლარი; აღმზრდელის მაქსიმალური ხელფასია - 355 ლარი, მინიმალური - 250 ლარი; აღმზრდელის თანაშემწის მაქსიმალური - 320 ლარი, მინიმალური - 187 ლარი.
„2013 წლიდან საბავშვო ბაგა-ბაღებს, რომლებიც წარმოადგენდნენ არაკომერციულ იურიდიულ პირებს, ეტაბოვრივად ეზრდებოდათ ვაუჩერული დაფინანსება, შესაბამისად ბაღის ბიუჯეტი განისაზღვრებოდა ბავშვთა რაოდენობით და ბაღის დირექცია თავად არეგულირებდა სახელფასო სარგოების რაოდენობას. 2013 წლამდე აღმზრდელის მინიმალური ხელფასი იყო 160 ლარი. 2015 წლიდან რაიონში გაერთიანების დაფუძნების, ხოლო ქალაქში 2017 წელს სააგენტოს დაფუძნების შემდეგ მართვის უფლებამოსილება გადაეცა აღნიშნულ ა(ა)იპ-ებს და შესაბამისად სახელფასო სარგოების საკითხსაც თავად არეგულირებენ მერთან შეთანხმებით.” - განმარტავენ სააგენტოში.

გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, საბავშვო ბაღებში ხელფასების გაზრდას არ აანონსებენ ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტებში. ამ უკანასკნელმა სკოლამელი აღზრდის დაწესებულებებში სახელფასო ანაზღაურება მიმდინარე წლის თებერვალში უკვე გაზარდა. ამჟამად, საბაბშვო ბაღის გამგეს 500 ლარი აქვს სარგოს სახით, აღმზრდელს -450, ძიძას კი 350 ლარი. 2013 წლიდან 2018 წლის ტებერვლამდე კი ეს მონაცემები ასე გამოიყყურებოდა:
საბავშვო ბაღის დირექტორი- 400 ლარი, აღმზრდელი-350, ძიძას კი -270 ლარი.

2012 წლამდე კი, როგორც სააგენტოში განმარტავენ, ეს თანხები უფრო შემცირებული სახით იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება ქარელის მუნნიციპალიტეტს, როგორც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში აცხადებენ ხელფასების მატება საბავსვო ბაღებში ბოლოს 2015 წელს განხორციელდა და მას შემდეგ ჯეერჯერობით ეს საკითხი აღარ განიხილება. ამჟამად, სააგენტოს ცნობით, ბაღის დირექტორის ხელფასი 300-დან 430 მდე გაიზარდა, აღმზრდელის 280-დან 330-მდე, ძიძას კი 220 ლარიანი ხელფასი 2015 წლიდა 240 ლარამდე გაეზარდა. მინიმალური ხელფასი ქარელის საბავშვო ბაღებში ამჟამად 160 ლარს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლამდე საბავშვო ბაღების დაფინანსება ვაუჩერული სისტემით ხდებოდა, მუნიციპალიტეტთან ერთად აღსაზრდელის დაფინანსებაში ყოველთვიურად (თანადაფინანსების სახით) მშობელიც მონაწილეობდა. ამჟამად კი საბავშვო ბაღების დაფინანსების საკითხი უმრავლეს შემთხვევაში დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად დგინდება.


qartli.ge