კვირა, აპრილი 13, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
"ფლანგვის დეტექტორი": ზუგდიდში ყინულის მოედნის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა არ ფუნქციონირებს

12-12-2018

ზუგდიდში ყინულის მოედნის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა ის ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.


ინფორმაციას საბიუჯეტო თანხის სავარაუდო არამიზნობრივად ათვისების შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.


კვლევაში ნათქვამია, რომ ყინულის მოედანი 2012 წელს აშენდა, ორჯერ დაზიანდა და კვლავ რეაბილიტაციის ეტაპზეა. ამისთვის კი წელს დამატებით 400 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.


„ეს ყინულის სახლი უკვე სამ წელიწადში გახდა სარეაბილიტაციო. 2015 წელს 154 000 ლარი დაიხარჯა რეაბილიტაციაზე. 2018 წელს ისევ არის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 408 ათასი ლარი ყინულის მოედნის რეაბილიტაციისთვის. ეს თანხა უფრო მეტია, ვიდრე 2018 წლის ზუგდიდის ბიუჯეტში გაწერილი თანხები სოციალურად დაუცველთა, შშმ პირთა, ვეტერანთა და დევნილთა დასახმარებლად,“- ამბობს "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი, დავით მჟავანაძე.


rustavi2.ge