გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბოლნისში 13 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

12-12-2018

ბოლნისში 13 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც Imedinews-ს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძინე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.


ასევე გარდაცვლილი მოზარდის ცხედარს წუხელ გვიან ღამით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა და ის ბოლნისში სახლში უკვე გადაასვენეს.


ოჯახის მტკიცებით, მათი შვილი სახლში ნაცემი მივიდა, თავი სტკიოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, ბავშვს სამედიცინო დახმარება სახლში აღმოუჩინეს, თუმცა ის მალევე კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. ოჯახი მათი მტკიცებით დამნაშავე არასრუწლოვნის დაკავებას ითხოვს.


შემთხვევა დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა.


imedinews.ge