გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯეიმს აპატურაი: უკრაინის მოვლენებმა ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოება

12-12-2018

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის  წარმომადგენელი  ჯეიმს  აპატურაი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელს, დავით ზალკალიანს შეხვდა.


დავით ზალკანიანთან შეხვედრამდე  აპატურაიმ მედიასთან გააკეთა კომენტარი და ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„მოუთმენლად ველოდები უმაღლესი დონის შეხვედრებს, არაერთი შეხვედრა მაქვს დაგეგმილი, პრეზიდენტთან, მომავალ პრეზიდენტთან და მინისტრებთან. ასევე, შევხვდები ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორის  წარმომადგენლებს. მთავრობის წევრებთან ერთად ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რომლებიც უკვე დაწყებულია მათ შორის ნატო საქართველოს თანამშრომლობის  ფარგლებში. ვისაუბრებთ ასევე სამომავლო სამხედრო წრთვნებზე და განვიხილავთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსაც,  რადგან უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების  საკითხი.  რაც შეეხება არჩევნებს, მე მას პოზიტიურად შევაფასებდი, ვფიქრობ რომ საქართველოს დემოკრატიისკენ მიმავალი გზა არაერთხელ იქნა აღიარებული, თუმცა შეშფოთებას იწვევდა დაძაბული საარჩევნო გარემო“. - განაცხადა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის  წარმომადგენელმა , ჯეიმს აპატურაიმ.