გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში, დღეს, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართება

13-12-2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და კავაკსიის ბიზნეს სკოლის მხარდაჭერით, დღეს, ბათუმში, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი უკვე მეხუთედ განხორციელდა, თუმცა პირველად თბილისის ფარგლებს გარეთ, კერძოდ ქალაქ ბათუმში. ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა აემაღლებინათ ცოდნა, განევითარებინათ საჭირო უნარ-ჩვევები და დაემყარებინათ მნიშვნელოვანი კავშირები მათთვის რელევანტურ კომპანიებთან. კურსის ფარგლებში, რომელიც 1-ლი ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, 24 ექსპორტის მენეჯერის გადამზადება მოხდა. 

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კურსი თითქმის ყველა საბაზისო საკითხს მოიცავს, რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად დაგეგმვისთვის და ეფექტიანად განხორციელებისთვის. მსმენელები გაეცნენ ექსპორტის ტერმინოლოგიას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით. სალექციო საათები დაეთმო საექსპორტო ლოჯისტიკის, მარკეტინგის, ბრენდინგის, ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს კომუნიკაციების საკითხებს, რომელიც კონკრეტული პრაქტიკული რჩევების გაცემასა და ინტერაქციის საშუალებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. კურსის ინოვაციურ ელემენტად შეიძლება განიხილოს ფაქტი, რომ ტრენინგის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო ვიზიტი ერთ-ერთ წარმატებულ ექსპორტიორ კომპანიაში. 

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, ექსპორტიორი კომპანიის საერთაშორისო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება. ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნა საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

ჯამურად, 2015 წლიდან დღემდე, „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ორგანიზებით და თანადაფინანსებით ექსპორტის მენეჯერთა სასერთიფიკატო კურსი 166-მა ექსპორტის მენეჯერმა გაირა.