გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აფხაზეთში ქაფშიას ჭერის კვოტა ორჯერ შემცირდა

14-12-2017

აფხაზეთში, შავი ზღვის აკვატორიაში, ქაფშიას ჭერის კვოტა 40 ათასის ტონის ნაცვლად 20 ათასით განისაზღვრა. ადგილობირივი მედიის ცნობით, 2016 – 2017 წლებში ჭერის მაქსიმალური მაჩვენებლი 40 ათას ტონას შეადგენდა, თუმცა, მხოლოდ 11 ათასი ტონის მოპოვება მოხერხდა.

დე ფაქტო აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის დავიდ გადლიას განცხადებით, ქაფშიას ჭერის კვოტას აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტი, წინასწარი კვლევების შემდეგ განსაზღვრავს.

„მათი ცნობის საფუძველზე მინისტრთა კაბინეტი იღებს დადგენილებას. იმ შემთხვევაში, თუ თევზის მარაგი გაიზრდება, ინსტიტუტის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია კვოტაც გაიზარდოს“, - განუცხადა „სპუტნიკს“ გადლიამ. მისი თქმით, აფხაზეთისთვის 20 ათასი ტონა არც თუ ისე დიდი მოცულობაა.

აღნიშნული კვოტა თევზის რეწვით დაკავებულ 6 საწარმოს შორის გადანაწილდება ,რომელიც ნედლეულის გადამუშავებას ეწევა და თევზის ფქვილს და ზეთს ამზადებს.

წყარო: რადიო "ათინათი"