გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბათუმში, გალფმა კიდევ ორი ახალი ავტოგასამართი სადგური და ორი მაღაზია გახსნა

13-12-2018

დღეს გალფმა ბათუმში 2 ახალი ავტოგასამართი სადგური და მაღაზია საზეიმო ვითარებაში გახსნა. დღეიდან გალფი 60 მაღაზიასა და 147 ავტოგასამართ სადგურს გააერთიანებს საქართველოს მასშტაბით.


ახალი ობიექტები ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე და აეროპორტის გზატკეცილზე მდებარეობს.


აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით კომპანიამ ბათუმში 20 თეთრამდე ფასდაკლება დაიწყო რომელიც 16 დეკემბრამდე გაგრძელდება. ფასდაკლებით სარგებლობა გალფ კლუბის წევრებს ბათუმში არსებულ გალფის სამ ავტოგასამართ სადგურზე შეეძლებათ რომლებიც ბაგრატიონის, ლერმონტოვის და აეროპორტის გზატკეცილზე მდებარეობენ.


ipn.ge