გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდში ყინულის სახლის მოვლა-პატრონობაზე 100 000 ლარამდე დაიხარჯება

13-12-2018

ზუგდიდში ყინულის მოედნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა ფიდერები და მოხდა ჰიდრავლიკური სისტემის რეკონსტრუქცია-მოდერნიზება. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.


როგორც სამუშაოების შესრულებელი კომპანიის "კელვინის" დირექტორი ზურაბ ომიაძე ამბობს, ახლა ობიექტის ჩაბარების პროცედურები მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, მერია ეძებს აკრედიტებულ ორგანიზაციას, რომელიც ობიექტს მიიღებს და შეამოწმებს. 


ზუგდიდის მერიაში განმარტავენ, რომ ობიექტის სამშენებლო კომპანიისგან ჩაბარების პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდება. ყინულის სახლი 2019 წლიდან ამუშავდება, თუმცა კონკრეტულად როდის, ჯერ არ იციან. მერიაში ამბობენ, რომ ყინულის სახლის მოვლა-პატრონობაზე დაახლოებით 100 000 ლარი დაიხარჯება.


2018 წლის თებერვალში ზუგდიდის საკრებულომ ყინულის მოედნისთვის 407 ათასი ლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი. ინიციატივას საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აკრიტიკებდა, რადგან დაწესებულების აღდგენის სამუშაოებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 2017 წელსაც გამოიყო 154 ათასი ლარი.


imedinews.ge