გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

უხვი ნალექის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე მაღალმთიან სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

13-12-2018

ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებს - თხილვანას, დიოკნისსა და რიყეთს უხვი ნალექის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, გვიან ღამით მოსულმა თოვლმა ელექტროსადენების დაზიანება გამოიწვია. ხულოს მერიის ცნობით, ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.


„რაც შეეხება საავტომობილო მიმოსვლას, ნალექს შეფერხება არ გამოუწვევია. გუშინ გვიან ღამით დაიწყო თოვა. თოვლის საფარმა ამ დროისათვის გოდერძის უღელტეხილზე 50 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში 15-20 სმ-ს, ხოლო დაბის ტერიტორიაზე 1-2 სმ-ს მიაღწია. საავტომობილო მიმოსვლა სოფლებში არ შეფერხებულა. გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ფუშრუკაულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს. სამუშაოების ჩატარების შემდეგ, აღნიშნულ სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება დილიდანვე აღდგა. ამ დროისათვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია თხილვანის, რიყეთისა და დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი რამდენიმე სოფელი, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება აღნიშნულ სოფლებსაც მალე აღუდგებათ. სასწავლო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არ შეფერხებულა", - განაცხადეს ხულოს მერიაში.


ipn.ge