გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, ერთ-ერთ შენობაში ჩასახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ

13-12-2018

ზუგდიდის სოფელ რუხში, „ატეკის" ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, სტიქიის დროს ქარმა მათ საერთო საცხოვრებელს სახურავი გადახადა და მისი ბოლომდე შეკეთება ვერ მოხერხდა. აღნიშნულ შენობაში მცხოვრები სალომე ფაცია ამბობს, მათ აწვიმთ და დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.


კომპაქტურ ჩასახლებაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის, არიან მცირეწლოვანი ბავშვები.


„კომისია იყო მოსული და თქვეს, რომ ამის ნაწილობრივ შეკეთება არ გამოვა, მთლიანად არის სახურავი შესაცვლელი. შემდეგ დაიწყეს მუშაობა, მაგრამ ვერ მოასწრეს, წვიმა დაიწყო. ახლა ოთახებში ისე წვიმს, როგორც გარეთ. მცირეწლოვანი ბავშვით ხელში დავდივართ ოთახიდან ოთახში, სად წავიდეთ, არ ვიცი", - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი სალომე ფაცია.


ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და ვითარების შესასწავლად ჯგუფი უკვე გავიდა, რომელსაც მერის მოვალეობის შესრულებელი მაიზერ ნანავა ხელმძღვანელობს.


30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. სამეგრელოში ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალის ოდენობა 7 მილიონ ლარს აღემატება. სტიქიამ რეგიონის მასშტაბით 698 საცხოვრებელ სახლს სრულად, ან ნაწილობრივ გადახადა სახურავი.


Ipn.ge