გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შემაჯამებელი პრეზენტაცია დღეს გაიმართა

13-12-2018

„ანაკლიის პორტისა” და „ანაკლია სითის” მენეჯმენტმა საზოგადოებას ერთი წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინეს და პროექტის განვითარებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები გააცნეს.


„სამუშაოები დავიწყეთ 2017 წლის დეკემბერში. პროექტი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. როგორც ვგეგმავდით, პირველ გემებს 2020 წლის ბოლოს მივიღებთ და პირველი ფაზა 2021 წლის შუაში დასრულდება. ერთი წლის მანძილზე ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო ჩავატარეთ, დავიწყეთ სამშენებლო სამუშაოები, რაც ითვალისწინებდა საწყის ეტაპზე ტერიტორიის მოსწორებას, ახალი სამელიორაციო არხის აშენებას და ა.შ. ასევე გავწიეთ ჩვენი დიზაინის​ საოპტიმიზაციო სამუშაოები, რის შედეგადაც, პრაქტიკულად იგივე ხარჯებით შევძელით, დაგვემატებინა მესამე მისადგომი, ე.წ ნაყარი ტვირთების მისადგომი. თავიდან პირველი ფაზა მხოლოდ 2 მისადგომს ითვალისწინებდა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ მდგრადობას და 2019 წლის გაზაფხულიდან დავიწყოთ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები, რაც ითვალისწინებს რკინა-ბეტონის სამუშაოებს, ქვის მომარაგებას და ა.შ.  პირველი ფაზა მილიონ კონტეინერამდე გამტარუნარიანობას და მილიონნახევარ ტონა ნაყარი მიწების ტერმინალს გულისხმობს. შევძლებთ, რომ სიღრმე იყოს 16 მეტრი, ეს კი მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ პანამაქსისადა პოსტპანამაქსის ტიპის საკონტეინერო გემები. დღეს საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია ღრმაწყლოვანი პორტი და დაახლოებით 75 პროცენტი მთელი იმ საკონტეინერო გემების, რომელიც ანაწილებს შავ ზღვაში კონტეინერებს ვერ შემოდის საქართველოში ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო. შესაბამისად ეს ჩვენ გვზღუდავს, რადგან გადაზიდვა ამ დერეფნის მიმართულებით არის ძალიან ძვირი, ანაკლიის პორტი კი უზრუნველყოფს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და დაწევს გადაზიდვების ფასს. დერეფნის  საქართველოს შეუძლია დაიმკვიდროს ადგილი, როგორც სატრანზიტო და ლოჯისტიკურ ჰაბს.


ჩვენ გვინდა, რომ ეს დერეფანი იყოს უფრო კონკურენტუნარიანი, გაუწიოს კონკურენცია როგორც რუსეთის, ბალტიისპირეთის, ირანის დერეფნებს, ამიტომ ჩვენ გვაქვს დიდი ეკონომიკური ღირებულების შექმნის პოტენციალი”, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.


ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის მშენებლობა 9 ფაზას მოიცავს. პირველი ფაზის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება, მისი საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ დოლარია. ჯამურად ცხრავე ფაზის საინვესტიციო მოცულობა კი დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარს შეადგენს.


1tv.ge