გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ დაცვის თანამშრომელი პაციენტის ახლობლებმა სცემეს

13-12-2018

სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ დაცვის თანამშრომელს სცემეს.


პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, დაპირისპირება დაცვის თანამშრომელსა და პაციენტის ნათესავებს შორის მოხდა. ერთ-ერთი პაციენტის ახლობელი, რომელმაც ინციდენტის წინა დღეს კლინიკაში ახლობლის მოსანახულებლად შესვლაზე უარი მიიღო, ვითარების გარკვევას მეორე დღეს შეეცადა.

კლინიკაში რამდენიმე პირი მივიდა და იქ მყოფ დაცვის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.


ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. დაშავებულ დაცვის თანამშრომელს დაზიანებები თავის არეში აქვს და ის მკურნალობას კლინიკაში გადის.

შს სამინისტროს ინფორმაციით. ინციდენტში მონაწილე პირები გამოკითხულები არიან და გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.


1tv.ge