გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ახალქალაქის საოლქომ დარჩენილი ოთხი საჩივარიდან სამი დააკმაყოფილა

13-12-2018

ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ სამ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების ნაწილს შენიშვნები მისცა.

 

დარჩენილი ოთხი საჩივარი N41, N21, N28 და N23 საარჩევნო უბნებზე შემაჯამებელ ოქმებს ეხებოდა. ყველა მათგანს კომისიის წევრის ხელმოწერა აკლდა. ოთხივე საჩივარი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა დაწერეს.

 

ახალქალაქის N23, N21 და N28 საარჩევნო უბნებზე დაწერილი საჩვრები კომისიამ დააკმაყოფილა და კომისიის წევრებს შენიშვნები მიეცა.

 

ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ სულ 12 საჩივარი შევიდა.


sknews.ge