გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

13-12-2018

იუსტიციის სამინისტროს ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა.


ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით, სოფლიდან გაუსვლელად ახალგაზრდები ინგლისურ ენას შეისწავლიან, ხოლო ინგლისური ენის მასწავლებლები პროფესიულ გადამზადებას გაივლიან.


ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ პროექტის პრეზენტაციას, საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და ორგანიზაციის - „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ − დირექტორი ზაზა ფურცელაძე დაესწრნენ.


ბრიტანეთის საბჭომ საზოგადოებრივი ცენტრები - ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბების ორგანიზებისა და ეფექტური მუშაობისთვის მათი თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური უპირატესობების გამო შეარჩია.


ცენტრების შენობები აღჭურვილია კომპიუტერებით, უკაბელო ინტერნეტით, ბიბლიოთეკებით, სამკითხველო დარბაზებით, შეხვედრების ოთახებით. 


ბრიტანეთის საბჭომ იუსტიციის სამინისტროსთან, განათლებისა სამინისტროსთან პარტნიორობით ინგლისური ენის პირველი კლუბები გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 6 საზოგადოებრივ ცენტრში გახსნა. კიდევ ერთი ახალი ცენტრი გაიხსნება ტყვიავის შემდეგ უკვე რუხშიც. ერთი წლის განმავლობაში ინგლისური ენის კურსი 1 500-ზე მეტმა მოზარდმა გაიარა.


imedinews.ge