გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრები რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ

13-12-2018

გარდაცვლილი მოზარდის ემილ ისმაილოვის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩშისაპროტესტო აქცია გამართეს. ოჯახის წევრები 16 წლის ბიჭის გარდაცვალებაში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ბიჭი მამასთან ერთად 3 ნოემბერს ქორწილში იყო და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მხრის მოტეხილობა მიიღო. საავადმყოფოში ბავშვი მამამ მიიყვანა, ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე საათში კი გარდაიცვალა.


ისმაილოვის ოჯახის წევრების მტკიცებით, ოპერაციის დროს ექიმებმა შეცდომა დაუშვეს, რაც ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გახდა. აქციის მონაწილეები გამოძიების დროულად დასრულებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძემ განუცხადა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ისმაილოვი ნარკოზიდან გამოვიდა და შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა.


„ემილ ისმაილოვი საავადმყოფოში 3 ნოემბერს შემოიყვანეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმით, მას მხრის მოტეხილობა აღენიშნებოდა. ახალგაზრდას ჩაუტარდა ოპერაცია და პოსტოპერაციულ პერიოდში აღენიშნა გულის გაჩერება, სამწუხაროდ, გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა და ის გარდაიცვალა. მიცვალებული გადაასვენეს პროზექტურაში, როგორც ვიცით, ჩატარდა ექსპერტიზა. სამწუხაროდ, ჩვენ ექსპერტიზის შედეგს არავინ გვეუბნება. ჩვენი თანამშრომლები - ექიმი და მედპერსონალი დაიკითხა გამომძიებლის მიერ, წაიღეს ისტორია და მთელი დოკუმენტაცია რაც ამ კონკრეტულ პაციენტს შეეხებოდა. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით თუ რამ გამოიწვია ეს ფატალური შედეგი“, - განაცხადა დავით გოგოძემ.


როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ელოდებიან ექსპერტიზის პასუხს, რომელმაც უნდა დაადგინოს ისმაილოვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და შემდეგ ექსპერტიზის პასუხის შესაბამისად იმოქმედებს გამოძიება.


ipn.ge