გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

13-12-2018

საბაჟო გამშვებ პუნქტში "ქუთაისის აეროპორტი", ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამიისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და საბერძნეთის მოქალაქეების ზ.მ.-სა და კ.ა.კ.-ს კუთვნილი ბარგების დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (77 აბი) გამოავლინეს.


საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.


ipn.ge