გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისის "მადლიერების სახლის" დირექტორად "ქართული ოცნების" კადრი დაინიშნა

14-12-2017

ქუთაისის მერიაში დაწყებულ რეორგანიზაციას ააიპ "მადლიერების სახლის" დირექტორის რეზო ჩახუნაშვილის სავარძელი შეეწირა. მერიის ინფორმაციით, მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

პოსტზე მერმა თამთა ბაკურაძე დანიშნა. ბაკურაძე წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" შტაბში საარჩევნო სპეცილიასტად მუშაობდა. ის სპეციალობით არის გერმანისტია და წლების განმავლობაში წერეთლის უნივერსიტეტში მუშაობდა.  მერიიის ინფორმციით, თამთა ბაკურაძე პროფესიონალიზმისა და საქმისადმი მისი დამოკიდებულების მიხედვით შეირჩა და  რეკომენდაცია არავის გაუწევია.

ბაკურაძემ საზოგადოებას თავი, 2016 წელს გაკეთებული განცხადებით დაამახსოვრა, როდესაც "საიას" თავმჯდომარესთან შეხვედრაზე პარტიული სიით დასაქმებაზე ისაუბრა. 

„ქუთაისის თვითმმრთველობაში პარტიული სიით 123 ადამიანი დასაქმდა“-განაცხადა შეხვედრაზე, სადაც ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ბაკურაძემ იმ დროს ააიპებსა და მერიაში კადრების გაზრდის ფაქტს თემით მანიპულირება უწოდა.

მოგვიანებით კი განმარტა, რომ დანიშვნაში ცვლილება იგულისხმა, რაც თვითმმართველობაში საკადრო კუთხით გატარდა და არ გულისხმობდა პარტიული სიით დანიშვნას.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,  ააიპ „მადლიერების სახლის“ ბიუჯეტად  620  ათასი ლარია განსაზღვრული. ბიუჯეტი 7 000 ლარით არის შემცირებული წინა წლის ბიუჯეტთან.  "მადლიერების სახლი" ყოველდღიურად  800 ბენეფიციარის კვებით მომსახურებას ეწევა. 

სოციალურად დაუცველთა ბაზის ზრდასთან ერთად "მადლიერების სახლის" ბენეფიციართა რაოდენობა იცვლება. 

წყარო: newpress