გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

14-12-2018

აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელ აფნიაში მცხოვრებ ბავშვებს განათლების მიღება ატიპიურ შენობაში უწევდათ, დღეიდან კი ისინი ახალ, თანამედროვე შენობაში გააგრძელებენ სწავლას.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე, ენერგო ეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალა. პროექტი სარეკრეაციო სივრცეს მოიცავს, სადაც განთავსებულია აქტივობის კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო. სკოლის მშენებლობაზე ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა.