გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბათუმში ექსპორტის 25 მენეჯერი მომზადდა

14-12-2018

„აწარმოე საქართველოს“ ინიციატივითა და კავკასიის ბიზნესსკოლის მხარდაჭერით, ბათუმში ექსპორტის 25 მენეჯერი მომზადდა. ექსპორტის მენეჯერის სერტიფიკატი მათ საზეიმო ვითარებაში გადასცეს.


ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკაციო კურსი საქართველოში უკვე მეხუთედ განხორციელდა, თუმცა აჭარა იყო პირველი რეგიონი, სადაც პროექტი თბილისის შემდეგ განხორციელდა.


„აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციით, კურსი მოიცავს თითქმის ყველა საბაზისო საკითხს, რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებული დაგეგმვისთვის. მათივე ცნობით, ეს მიმართულება განსაკუთრებით აქტუალური ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შემდეგ გახდა. ექსპორტის მენეჯერებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა, როგორ უნდა მოხვდეს ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე.


პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება და დღემდე 166 ექსპორტის მენეჯერი მომზადდა.


„აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციით, სასერტიფიკაციო კურსები საქართველოს სხვა რეგიონებშიც მოეწყობა.


1tv.ge