გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თელავში ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქვემეხებიდან გაისვრიან

14-12-2018

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ინაუგურაციასთან დაკავშირებით 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე პერიოდში ქვემეხებს გაისვრიან.


„გაცნობებთ, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე პერიოდში, მოხდება ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა“, - აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის მერია. 


საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში კვირას, 16 დეკემბერს გაიმართება. ფიცის დადების ცერემონია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში სამ საათზე დაიწყება. პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების შემდეგ კი წინანდალში მიღება გაიმართება.


სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თავის მეტოქესთან, ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან თითქმის 20%-იანი სხვაობით 28 ნოემბერს გაიმარჯვა. ის საქართველოს პრეზიდენტად 6 წლით არის არჩეული.


imedinews.ge