14-12-2017
რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულების გუშაგი, რომელმაც თვითნებურად მიატოვა პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგო, დააკავეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 5 დეკემბერს რიგითმა ტ.ბ-მ N17 განყოფილების საგუშაგო საპატიო მიზეზის გარეშე, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით მიატოვა და სამსახურეობრივი სარგებლობისთვის მინდობილი იარაღით მიიმალა.
რიგითი იმავე დღეს დააკავეს, 7 დეკემბერს კი მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ტ.ბ. სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2017 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. ამჟამად, ის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
წყარო: "ინფორუსთავი"