14-12-2018
„არა ბულინგს“ - პროკურატურის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია ბათუმში ველომარათონით დასრულდა. მსვლელობაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებთან ერთად პროკურორებმაც მიიღეს.
კვირეულის ფარგლებში ზღვისპირა ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, მათ შორის ჩაგვრის თემაზე გადაღებული ფილმის ჩვენება და არტ-ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ბათუმის გარდა, აქტივობები რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კვირეული თბილისში დასრულდება, სადაც მოსწავლეების მიერ თემაზე „არა ძალადობას“ გადაღებული ვიდეორგოლების კონკურსი გაიმართება.
კამპანიის მიზანია არასრულწლოვნებში ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პრევენცია.