გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რუსთავში "მეგატექნიკა" გაქურდეს

14-12-2018

რუსთავში, შარტავას გამზირზე არსებული ტექნიკის მაღაზია "მეგატექნიკა" გაქურდეს.

 

არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში არასრულწლოვანმა, შენობის უკანა მხრიდან, ფანჯრის გატეხვის შემდეგ შეაღწია.

 

მოზარდს ქურდობისთვის 1 წუთამდე დაჭირდა, წაღებულია 19 მობილური ტელეფონი, მათი ჯამური ღირებულება 20 000 ლარს სცდება.

 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

 

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სსკ 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია პირი და მიმდინარეობს მისი ძებნის სამუშაოები".

 

ტექნიკის მაღაზია ბოლო 1 წლის მანძილზე უკვე სამჯერ გაქურდეს, პირველად 25 თებერვალს, შემდეგ 7 აგვისტოს და დღეს.


inforustavi.ge