14-12-2017
ზამთრის სეზონთან დაკაშირებით მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგირო 23 დეკემბერს გაიხსნება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს საბაგირო ერთმანეთთან მესტიის ცენტრსა და მთას დააკავშირებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ეს ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტია, რაც კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგან მესტიის ცენტრიდან პირდაპირ საბაგიროთი ჰაწვალის კურორტთან დაკავშირება ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია.
მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო და მას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერი“ ახორციელებს.
საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია და ის 6 ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპისაა.